სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლის
შემაჯამებელი დავალებები
2017-2018 სასწავლო წელი
X კლასი
მასწავლებელი მადონა სამნიძე
შემაჯამებელი დავალება №1
კლასი:  X
მასწავლებელი:   მადონა სამნიძე
შემაჯამებელი დავალების ფორმა :  მითითებების მიხედვით ტექსტის  ანალიზი (იაკობ ხუცესის
„შუშანიკის წამების“ ერთ-ერთი მონაკვეთი)
მაქსიმალურიქულა: 10
ჩატარების  თარიღი:   05.10.2017
მოსწავლეებზე გაცნობის თარიღი: 
სტანდარტთან შესაბამისობა:
ქართ. X. 8
(1)   საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ;
(2) აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის  შეხედულებებს (მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად);
(3) მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;
ქართ. X. 9.
(2) აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებით;
 (5). მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე, მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა (ალუზია, ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი, მეტაფორა, შედარება და სხვ.) და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში;
ქართ. X. 15.
(3) გამოხატავს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას;
(6) მოიხმობს ადგილებს ტექსტიდან საკუთარი აზრის დასასაბუთებლად.
მიუთითებს წყაროს: ავტორს,
ქართ. X. 16
(7) იცავს ციტირების წესებს (ციტატას სვამს ბრჭყალებში
ქართ. IX. 12
(1)   განსხვავებული თვალსაზრისების წერილობით გადმოსაცემად შეარჩევს სპეციფიკურ ლექსიკას, ტერმინებს, ფრაზებს;
(3). მსჯელობისას იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს; მართებულად ასახავს მსჯელობის სასურველ თანმიმდევრობას (მაგ., „პირველ რიგში...“, „ამის შემდეგ...“, „ბოლოს...“);
(4) სხვადასხვა ტიპის მსჯელობის წერილობით წარმოსადგენად იყენებს შესაბამის კავშირებს, გრამატიკულ ფორმებს.


                                                                           
                                                                              I კრიტერიუმი
შინაარსობრივი გამართულობა

დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული.
2
დავალების პირობა ნაწილობრივ ადეკვატურადაა გაგებული.
1
დავალების პირობა არაადეკვატურადაა გაგებული.
0
                                                                       II კრიტერიუმი
ნაწერის აგება

ნაშრომი კარგადაა შეკრული, მონაკვეთები თანამიმდევრულად  და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი.
2
ნაშრომში დარღვეულია ტექსტის ლოგიკა და/ანაბზაცები არასწორადა აგამოყოფილი.
1
ნაშრომში დარღვეულია ტექსტის სტილი და არც აბზაცებია გამოყოფილი
0
III კრიტერიუმი
მსჯელობის დასაბუთება

მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და არგუმენტები გამყარებულია შესაბამისი   მაგალითებით.
2                        
მსჯელობა მთლიანად დასაბუთებულია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან მოხმობილი მაგალითები არაადეკვატურია.
1
მსჯელობა ზოგადია, სქემატური. არგუმენტების მოხმობისას დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომები.
0
IV კრიტერიუმი
დამოუკიდებელი აზროვნება

ნაშრომში გამოვლინდა ორიგინალური, არაშაბლონური აზროვნება და ერუდიცია.
1
მსჯელობა ტრაფარეტული და შაბლონურია. არ ჩანს ერუდიცია.
0
V კრიტერიუმი
სინტაქსი, მორფოლოგია, ორთოგრაფია და პუნქტუაცია

ნაშრომში არ არის დაშვებული  5-ზე  მეტი ამ ტიპის შეცდომა.
3
ნაშრომში არ არის დაშვებული  6-ზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
2
ნაშრომში არ არის დაშვებულია  8-ზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
1
ნაშრომში დაშვებულია 8-ზე მეტი ამ ტიპის შეცდომა
0

Comments

Popular posts from this blog