Posts

Image
                                                   პროექტი– ცოდნის ტაძარი.        პროექტი ეხება ურთიერთდამეგობრებას სკოლათა შორის. პროექტში ჩართულია ქუთაისის N1 და N12 საჯარო სკოლები, თბილისის N12 საჯარო და ბათუმის N1 საჯარო სკოლები. მონაწილეობას ღებულობდნენ მე–10 გ კლასის მოსწავლეები. აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.          
1.        რომელი ქალაქის პატრონია ფრიდონი? ა) გულ ანშაროს ბ) მილღაზანზარის გ) სტამბულის დ) კონსტანტინეპოლის 2.        ტარიელის თანმხლებ მონათაგან ერთს შეუძლია: ა) ადვოკატობა ბ) ვაჭრობა გ) დასტაქრობა დ) მეხამლეობა 3.        ვისგან შეიტყო პირველად ველად გაჭრილმა ტარიელმა ნესტანის ამბავი? ა) ასმათისაგან ბ) ფრიდონისაგან გ) ავთანდილისაგან დ) ფარსადანისაგან 4.        ვის შესახებ ეუბნება ავთანდილი თინათინს: ,,მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების“. ა) ნესტანის ბ) ტარიელის გ) ასმათის დ) ფრიდონის 5.        რა აჩუქა თინათინმა ავთანდილს ? ა) თავშალი ბ) კაბა გ) მარგალიტი დ) ოქრო 6.        რა შესთავაზა ავთანდილმა ვაზირს ქრთამად? ა) მძვირფასი ჭურჭელი ბ) ოქრო-ვერცხლით სავსე თასი გ) თვალ-მარგალიტით სავსე ტომარა დ) ასი ათასი წითელი 7.    ...
  დამრიგებლის საათის                                                  ჩანაწერი № 1 9 თარიღი:  13.02.2018 კლასი:  X მოსწავლეთა რაოდენობა   : 31 განსახილველი თემა:   დანიელ პენაკი,, სკოლის სევდა“ (განხილვა) გამოყენებული მასალა: წიგნი ,,სკოლის სევდა“ აქტივობის ტიპი:  პრეზენტაცია,დისკუსია მიღებული გადაწყვეტილებები:  მოსწავლეებმა    განიხილეს დანიელ პენაკის ავტობიოგრაფიული წიგნი,, სკოლის სევდა“. წიგნში საუბარია ავტორის ცხოვრების იმ პერიოდებზე,რომლებიც მან სკოლაში გაატარა. მოსწავლეებმა ისაურეს ავტორის გამოცდილებაზე და გაავლეს პარალელები დღევანდელობასთან, აღნიშნეს ,რომ ეს წიგნი უნდა წაიკითხონ მოსწავლეებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა.
Image
23 თებერვალს სკოლის სააქტო დარბაზში მეათე კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი, მადონა სამნიძე, ესწრებოდნენ საჯარო ლექციას "თვითრეალიზაცია და წარმატება". ლექციის მთავარი თემა იყო "მიზანმიმართული, კონცენტრირებული აზროვნებით წარმატების მოპოვება". ლექციას კითხულობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების სახლის დამფუძნებელი ზაზა ცოტნიაშვილი. ლექცია იყო ძალიან საინტერესო.
Image
2017 წლის 26 დეკემბერს ჩავატარეთ კლასსაათი თემაზე ,,საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში". კლასი დაიყო ჯგუფებად, დაინაწილეს საქართველოს კუთხეები და წარადგინეს პრეზენტაცია, შეასრულეს ტრადიციული ცეკვები და სიმღერები.
                                         დამრიგებლის საათის                                                 ჩანაწერი№ 1 2 თარიღი:12.12.2017 კლასი: X მოსწავლეთა რაოდენობა:31 განსახილველი თემა: მოქმედებები და უსაფრთხო ქცევის წესები ხანძრის დროს გამოყენებული მასალა: ბროშურა აქტივობის ტიპი: პრეზენტაცია მიღებული გადაწყვეტილებები: გავეცანით  უსაფრთხო ქცევის წესებს  ხანძრის დროს, ზოგად დებულებებს, ხანძრის დაწყების ნიშნებსა და ადამიანთა მოქმედებების ფსიქოლოგიას ხანძრის დროს.
                                                         დამრიგებლის საათის ჩანაწერი                                                                  ჩანაწერი №3 თარიღი: 10.10.2017 კლასი: X განხილული თემები: საქართველოს კონსტიტუცია აქტივობის ტიპი: დისკუსია , პრეზენტაცია გამოყენებული მასალა: საქართველოს კონსტიტუცია, ფურცლები მიღებული გადაწყვეტილებები: გავეცანით საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას, კე...