მკითხველთა კლუბი "ინტელექტი"


სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლის
                                    მკითხველთა  კლუბი
                                           ,, ინტელექტი’’
                                                                                   17/10/2017

                                         კლუბის წესდება                                                                                               კლუბი შეიქმნა ბავშვების ინიციატივით,ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის,მადონა სამნიძის, ხელმძღვანელობითა და დირექციის აქტიური მხარდაჭერით.

კლუბს აქვს თავისი ლოგო 



სლოგანი: იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია. . .

ბლოგი madonasamnidze.blogspot.com


კლუბის ორგანიზატორები არიან:

1.      მადონა სამნიძე
2.      ანა მარკოიძე
3.      ქრისტინა ლორთქიფანიძე
მათი უფლება–მოვალეობები :
●აგვარებენ ორგანიზაციულ საკითხებს(ამზადებენ აფიშებს, ეხმარებიან  წევრებს წარდგენის მომზადებაში, მოამზადებენ საკლასო ოთახს კლუბის მუშაობისათვის,ქმნიან კლუბისთვის საჭირო ფილმების ფონდს...)
●ზრუნავენ ბლოგისა და ფეისბუქგვერდის რეგულარულ განახლებაზე და ცდილობენ იყოს საინტერესო ლიტერატურის მოყვარულთათვის;
●საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამოქმედო გეგმას;
●ხელმძღვანელთან  შეთანხმებით  ერთობლივად აგვარებენ კლუბში შექმნილ ყველა პრობლემას

მათი უფლება– მოვალეობები:
●რეგულარულად  ესწრებიან კლუბის შეკრებებს;
●წარადგენენ წიგნებს ან მსჯელობენ უკვე წარდგენილ ნაწარმოებებზე;
●წერენ  შთაბეჭდილებებს წაკითხულ წიგნებზე და  განათავსებენ ბლოგზე;
●ცდილობენ, ჩაერთონ ყველა საინტერესო ლიტერატურულ მოვლენასა თუ კონკურსში;
●წინასწარ უნდა იყვნენ ინფორმირებული კლუბის  სამომავლო გეგმის შესახებ;

შენიშვნა: კლუბის  წევრობის უფლება აქვს ყველა მოსწავლეს მე–8 კლასიდან მე–11 კლასის ჩათვლით და ნებაყოფლობითია, ამიტომ კლუბის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა მეტნაკლებად შეიცვლება ყოველ სასწავლო  წელს.

კლუბი საგანმანათლებლო ხასიათისაა და აქვს შემდეგი მიზნები:
●მოზარდებს გაუღვივოს ინტერესი მხატვრული ლიტერატურისადმი;
●აამაღლოს წიგნიერების დონე მოსწავლეთა შორის;
●დაეხმაროს მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრიტიკული  უნარების განვითარებაში;
●მოსწავლეები მიეჩვიონ საჯარო სივრცეს და შეითვისონ ამისათვის საჭირო უნარ – ჩვევები;
●მოსწავლეებმა ისწავლონ რეცენზიების წერა და ზოგადად, აიმაღლონ წერის კულტურა;
●კლუბის მუშაობა გასცდეს კონკრეტული სკოლის ფარგლებს და მიიზიდოს სხვა სკოლის მოსწავლლეები, დააინტერესოს სხვა კლუბები;

კლუბის სამუშაო გრაფიკი
კლუბს მუშაობისთვის აქვს ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელის მიერ შემუ-შავებული სავარაუდო განრიგი, რმელიც ყოველი სემესტრის დსწყებამდე წინასწარ იდება ბლოგსა და სოციალურ ქსელში კლუბის გვერდზე.  განრიგს თან ახლავს შე-ნიშვნა, რომ შესაძლებელია, შეიცვალოს მოსწავლეთა სურვილებისა და ინტერესების მიხედვით.
კლუბის შეხვედები იმართება თვეში ერთხელ. მოსწავლეები განიხილავენ წაკითხულ წიგნებს ან უყურებენ ფილმებს და საუბრობენ მათზე.

კლუბის მისამართი: ქ. ბათუმი დემეტრე თავდადებულის №47

Comments

Popular posts from this blog